16:40:24     17-08-2023
ავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახი ემსხვერპლა. გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი.
მსუბუქმა ავტომობილმა მართვა დაკარგა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავარიის შედეგად გადარჩა ავტომობილში მჯდომი არასრულწლოვანი, რომელიც 7 წლისაა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.