17:21:28     14-08-2023
„ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მომაყენა, გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები,“ — სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე
ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებებს შოვის სტიქიას გადარჩენილები ეხმაურებიან.
"მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი,“ — თქვა კობახიძემ დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ სურათზე, სადაც ჩანს, რა გზა გაიარა მის დისშვილთან ერთად სტიქიის ზონაში.
კობახიძის ამ განცხადებას ჯელაძე ფორმულას ეთერში გამოეხმაურა:
"ასეთ განცხადებას არ მოველოდი, საერთოდ რომ არაფერი გაეკეთებინა და არაფერი ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მომაყენა, გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები", – განაცხადა ჯელაძემ.