"როცა საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა, იყო პრაქტიკულად შეუძლებელი" – კობახიძე გომელაურის განცხადებას განმარტავს "როცა საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა, იყო პრაქტიკულად შეუძლებელი" – კობახიძე გომელაურის განცხადებას განმარტავს /> "/> " />


  11:35:42     14-08-2023

"როცა საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა, იყო პრაქტიკულად შეუძლებელი" – კობახიძე გომელაურის განცხადებას განმარტავს

1691998677nnnn.JPG

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით შოვში უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადება განმარტა და თქვა, რომ ღამის ხედვის აპარატურით აღჭურვილი იყო დრონები, რომლებიც სტიქიის დროს, ღამით ადგილზე მუშაობდნენ.

"თვითონ ღამის ხედვის აპარატურა გამოყენებულ იქნა მყისიერად და მე შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომლებსაც აქვთ იდენტიფიცირების საშუალება, მათ შორის ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება კონკრეტულ ლოკაციებზე, ასევე, ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება რაც თავიდანვე იქნა გამოყენებული, და ამას განმარტავდა შს მინისტრი.  არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია. ვისაც უნახავს ადგილზე ეს ლოკაცია სადაც მოხდა სტიქია და ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იყო უბრალოდ შეუძლებელი, ერთი მარტივი მიზეზის გამო იყო მყისიერი სტიქია, ღვარცოფის მასა წამოვიდა მყისიერად, ძალიან დიდი სიჩქარით, აქედან გამომდინარე, ვინც სამწუხაროდ მოყვა ღვარცოფის მასაში, მას არ ჰქონდა გადარჩენის არავითარი შანსი. [...] რაცა საუბარია იმ ადამიანებზე რომლებიც მოყვნენ ღვარცოფულ მასაში, მათი გადარჩენა, იყო პრაქტიკულად შეუძლებელი", - თქვა კობახიძემ.


ავტორი: presa.ge