აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა />


  11:15:24     14-08-2023

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

1691997551fff.JPG

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. ომი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.

აღნიშნულზე კომენტარს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს:

"31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან.

გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა - კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან", – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 


ავტორი: presa.ge