გომელაურის აღიარება – "გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული " გომელაურის აღიარება – "გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული " /> "/> " />


  23:57:11     13-08-2023

გომელაურის აღიარება – "გვაქვს ღამის ფრენის საშუალებები, თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, არ არის დაშვებული "

1691956996Capture.JPG

შოვის ტრაგედიიდან მეთერთმეტე დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სტიქიური უბედურების ადგილს ეწვია. მან მომხდარი დაათვალიერა, შეაფასა და ჟურნალისტებთან რამდენიმე ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. 

შს მინისტრის თქმით, ქვეყანას აქვს ღამის ფრენის საშუალებები, მაგრამ მათი გამოყენება სტიქიიდან რამდენიმე საათში, დაღამებისას არ მოხდა და აღნიშნულის განმარტებისთვისაც გააკეთა კომენტარი:

"ამინდი იყო ძალიან ცუდი თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყო ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს, 70 ადამიანი გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი და თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის დაშვებული", – განაცხადა გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ სტიქიდან რამდენიმე საათში, დაღამებისას ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს, მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენელი კი აღნიშნულს იმით ხსნიდა, რომ ქვეყანას ღამის ხედვის საშუალებები არ გააჩნია, თუმცა მათი განცხადებები შს მინისტრის ნათქვამმა სრულად გააბათილა. 


ავტორი: presa.ge