17:25:02     01-09-2011
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, უმცროსი სერჟანტის, რეზო ბერიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
უმცროსი სერჟანტი ბერიძე, III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. რეზო ბერიძე პატრულირებისას, თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია. უმცროსი სერჟანტი ბერიძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა, ის ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.
წყარო: www.mod.gov.ge
0