გენერალი პეტრეუსი არმიიდან წავიდა გენერალი პეტრეუსი არმიიდან წავიდა />


  17:24:11     01-09-2011

გენერალი პეტრეუსი არმიიდან წავიდა

a9543.jpg

ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს სარდლობდა, სამხედრო სამსახურიდან წავიდა.

მისი გაცილების საზეიმო ცერემონიაზე პეტრეუსმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ხარჯების მოსალოდნელმა შემცირებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს არმიის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება.

„მაშინ, როცა ჩვენს სახელმწიფოს უწევს მძიმე საბიუჯეტო გადაწყვეტილების მიღება, ვიცი, ჩვენი ლიდერები გაითვალისწინებენ, რომ ჩვენი ხალხი, სამხედრო ფორმიანი კაცები და ქალები, ჩვენი ჯარისკაცები არიან და რომ მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვა ჩვენი უმაღლესი მიზანი უნდა იყოს“, - განმარტა მან.

სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, გენერალი პეტრეუსი აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის პოსტს დაიკავებს.

წყარო: www.ghn.ge

0

ავტორი: