20 პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდა 20 პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდა />


  16:14:02     01-09-2011

20 პატიმარი ვადაზე ადრე გათავისუფლდა

a9541.jpg

მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულ პატიმრებს კიდევ 20 მსჯავრდებული დაემატა. დღეს, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ, 20 მსჯავრდებული შეარჩია, რომლებიც საპყრობილეს რამდენიმე დღეში დატოვებენ.

P28 აგვისტოს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 201 მსჯავრდებულს შორის,  სრული შეწყალება 171 მსჯავრდებულს შეეხო, რომლებმაც სასჯელ-აღსრულების დაწესებულებები იმავე დღეს დატოვეს. 19 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 4 ადამიანს სასჯელის ვადა შეუმცირდა. პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე მსჯელობდა, დღეს, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაც. მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა, ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ, 20 განცხადება დააკმაყოფილეს.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება. 5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით. საბჭოების წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

0

ავტორი: