მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სიტყვა არ მისცა – პოლიციელმა ჩვენება შეცვალა მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სიტყვა არ მისცა – პოლიციელმა ჩვენება შეცვალა />


  16:25:22     13-06-2023

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სიტყვა არ მისცა – პოლიციელმა ჩვენება შეცვალა

1686659270hhh.JPG

ლაზარე გრიგორიადისმა დღევანდელ პროცესზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა, თუმცა მოსამართლემ უფლება არ მისცა და მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრალდებულმა ეს სურვილი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე, საქმის ექსპერტი და დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, გიორგი მაისურაძე დაიკითხეს.

ლაზარეს ადვოკატის თქმით, დღეს პოლიციელმა ჩვენება შეცვალა. 

გიორგი მაისურაძემ თავდაპირველ ჩვენებაში დაწერა, რომ მას თავად არ დაუნახავს, როგორ დააზიანეს მისი მანქანა, დღეს კი საპირისპირო განაცხადა და თქვა, რომ დაინახა, როგორ წაუკიდეს მანქანას ცეცხლი. 

თუმცა, ადვოკატის ცნობით, დაკითხულმა პოლიციელმა სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო:

"ავტომობილი რომელიც წარდგენილი იქნა ექსპერტიზაზე, რით იქნა დამწვარი ფაქტიურად ვერ დაადასტურა, არ იყო იქ ნავთობის მინარევი,  ამაზე გასცა პასუხი. მეორე მოწმე იყო დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. თვითონ არ დაუნახია როგორ აზიანებდნენ მანქანას მაგრამ ახლა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კი, თვითონ ხედავდა ამას და გასცა დაცვის მხარეს პასუხი გარკვეულ შეკითხვებზე. გავლენას იქონიებს ის, რომ მას იდენტიფიცირება არცერთი პირის არ შეუძლია," – ამბობს ადვოკატი. 


ავტორი: presa.ge