სალათი „თეთრი არყი“ სალათი „თეთრი არყი“ />


  12:57:17     01-09-2011

სალათი „თეთრი არყი“

a9527.jpg

მასალა:

სოკო (ტყის ან შამპინიონები) – 200 გრამი
ხახვი - 1ცალი
ქათმის ფილე - 300-400 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
ახალი კიტრი - 2 ცალი
შავი ქლიავი - 100 გრამი
მაიონეზი
მწვანილი

მომზადების წესი:

ქათმის ფილე მოვხარშოთ მარილიან წყალში. სოკოც მოვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში და გადმოვყაროთ საწურზე. კვერცხი მოვხარშოთ მაგრად. შავი ქლიავი დავალბოთ ცხელ წყალში 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავუღვაროთ წყალი და გავაშროთ. ხახვი დავჭრათ წვრილად. სოკოც დავჭრათ კუბებად. ხახვი მოვთუშოთ მცენარეულ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ სოკო და შევწვათ 7-10 წუთის განმავლობაში. ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. გადავდოთ 3-5 შავი ქლიავი მოსართავად, დარჩენილი მასალა კი კუბებად დავჭრათ. კვერცხი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. კიტრიც დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ამის შემდეგ მიღებული მასა შემდეგი თანმიმდევრობით განვალაგოთ თეფშზე: შავი ქლიავი, სოკო ხახვთან ერთად, ქათმის ხორცი, კვერცხი და კიტრი. სალათი კი დარჩენილი შავი ქლიავით მოვრთოთ.

0

ავტორი: