16:51:12     05-06-2023
რესტორანი რეტრო, რომლის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა

რესტორანი რეტრო, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.
ამ წუთებში რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული, რომელიც თანამშრომლების მიმართ შრომის უფლებების დარღვევას შეისწავლის.
რესტორნის მფლობელი ძალადობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.
გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.