სანქციების გამო, რუსი მოციგურავეები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ სანქციების გამო, რუსი მოციგურავეები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ />


  16:27:29     05-06-2023

სანქციების გამო, რუსი მოციგურავეები, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ

1685968664diana-devis-i-gleb-smolkin-na-turnire-v-ssha_16634880321345308234.jpg

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავე წყვილს, დიანა დევისს და გლებ სმოლკინს, სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება მისცა. ისინი, სავარაუდოდ, საქართველოს გუნდში იასპარეზებენ. როგორც ცნობილია, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუს სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ შეუძლიათ, ზოგიერთი კი საერთოდ არ დაიშვება.

ამასთან, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად რუსეთის ფიგურისტები ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის. დიანა დევისი ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია, რომელმაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი გაწვრთნა.


ავტორი: presa.ge