რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს />


  16:03:10     31-05-2023

რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს

1685534785109948953_3432832913417344_1092719663794063353_n.jpg

ბრაზილიური მედიის ცნობით, რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს. 

საუბარია ბათუმელ ილია კახაბერიძეზე. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 მაისს, გემის ინჟინერი, სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული აღმოაჩინეს. 

როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი გამოძიებამ სათვალთვალო კამერების საშუალებით ამოიცნო, ის ამ დროისათვის დაკავებულია, მაგრამ დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 


ავტორი: presa.ge