15:40:36     31-05-2023
"რა არის ჩვენი გიმნი? გაუგებარი სიტყვების წყობაა" – მეუფე სპირიდონი

სხალთელ მიტროპოლიტ მეუფე სპირიდონს საქართველოს ჰიმნი არ მოსწონს:
"რა არის ჩვენი ნამდვილი გიმნი? ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს - ეს არის ჩვენი გიმნი და არა ის გაუგებარი სიტყვების წყობა, რომელსაც დღეს ამღერებენ, დიდება თავისუფლებას. თავისუფლებას დიდება კი არა, ქრისტე ღმერთს დიდება... როდესაც ამბობ, დიდება თავისუფლებასო, კერპთაყვანისმცემლები ხართ მაშინ, ასე გამოდის"