12:44:23     19-05-2023
"დღეს ქვეყანა მდიდრდება" – ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით საქართველო მდიდრდება, ბოლო ორი წლის მანძილზე იეთი ეკონომიკური ზრდა როგორიც ჩვენს ქვეყანას აქვს, "მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება მხოლოდ":
"დღეს ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და გაძლიერებას. დღეს ქვეყანა მდიდრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მლრდ ლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, საიდან შევძელით, შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება. არავის, რომ არ აქვს, რამდენიმე ქვეყანას აქვს მსოფლიოში ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა, ბოლო ორი წელი ზედმიწევნით" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.