19:22:09     18-05-2023
ანსამბლ "მართვეს", რომლის ერთ–ერთი წევრიც ირაკლი კობახიძის შვილია, აშშ–ის საელჩომ ვიზები არ მისცა
"ეს უბრალოდ არალეგალურია..." - ასე ეხმაურება ანსამბლ "მართვეს" ხელმძღვანელი, მიხეილ ჯავახიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ მათთვის ვიზების არმიცემას.
არანაირ პრივილეგირებულ ფორმას არ ვითხოვდით და არც ვითხოვთ, ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, როცა საკონსულოს მიმართავს ჯგუფი, ანსამბლი, როდესაც მიემგზავრება მოგზაურობაში. როცა ანსამბლი უნდა იყოს 12 ივნისს და კონცერტი უნდა ჩაატაროს, და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მიმწვევი არის საკმაოდ სერიოზული ორგანიზაცია. როცა საკონსულო გვეუბნება, რომ თქვენ 2023 წლის დეკემბერში უნდა შემობრძანდეთ სავიზო მომსახურებაზე, ეს უბრალოდ არალეგალურია.
აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამ მომენტს. ჩვენთან ანსამბლში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მმართველი პარტიის ოჯახის წევრია, რომელიც სხვა პარტიის ოჯახის წევრია... ჩვენთან ეს საკითხი არის საერთოდ სხვა მიმართულებით. ეს არგუმენტი ამ შემთხვევაში და ეს აზრი არის გამორიცხული და უბრალოდ ვფიქრობ რომ აბსოლუტურად არაინაირი კავშირი ამას არ აქვს, - ამბობს ჯავახიშვილი.