"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს" – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელმა სამსახური დატოვა "მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს" – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელმა სამსახური დატოვა /> "/> " />


  16:42:40     10-05-2023

"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს" – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელმა სამსახური დატოვა

1683722776ddddddd.JPG

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი გიორგი ფხალაძე რუსეთიდან თბილისში პირდაპირი რეისით ჩამოფრენილების მომსახურებაზე უარს აცხადებს. როგორც ფხალაძე სოციალურ ქსელში წერს, მან სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა: 

"მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!! დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!" – წერს გიორგი ფხალაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. 


ავტორი: presa.ge