ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ძაღლებს კონტაქტი 18 ადამიანთან ჰქონდათ ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ძაღლებს კონტაქტი 18 ადამიანთან ჰქონდათ />


  16:33:14     10-05-2023

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ძაღლებს კონტაქტი 18 ადამიანთან ჰქონდათ

1683722521images.jpg

ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა, თაბუკაშვილისა და ბათუმის ქუჩებზე დაფიქსირდა. 

ცოფის ვირუსი, ერთ შემთხვევაში, ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს  გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო.

სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით,  ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და გამოცხადდა კარანტინი.

დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება.


ავტორი: presa.ge