"ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან" - სალომე ზურაბიშვილი "ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან" - სალომე ზურაბიშვილი /> "/> " />


  16:26:45     10-05-2023

"ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან" - სალომე ზურაბიშვილი

1683721810m8rl4tp2.jpg

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება:

"ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ რაღაცა ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ რაც ისმის, სანქციების გვერდის ავლის შესახებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან", – ამბობს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და მოსკოვი–თბილისის რეისს რუსული კომპანიები კვირაში შვიდჯერ შეასრულებენ. 


ავტორი: presa.ge