16:08:45     10-05-2023
"ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ" – სიმონიანი ქართველებზე
რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნულ ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.
რუსული პროპაგანდისტული არხები და სხვადასხვა მედია ამ ინფორმაციას აქტიურად ატრიალებს. არც ქვეყნის მთავარი პროპგანდისტები არიან ჩუმად.
კრემლის ერთ–ერთი მთავარი პროპაგანდისტი და პუტინის ბრძანებების პირდაპირი შემსრულებელი, აღნიშნულს ეხმაურება:
"ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება მომავალ წელს, 9 მაისის ზეიმზეც ჩამოვიდნენ.
შეტყობინებები გავხსენი და ჩემი ქართველი მეგობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა - ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ყოჩაღი ხარ." – წერს სიმონიანი.