"სადაც მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო, ლილუაშვილი კურირებსო" – თამარ ბაჩალიაშვილის მამა "სადაც მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო, ლილუაშვილი კურირებსო" – თამარ ბაჩალიაშვილის მამა /> "/> " />


  16:37:43     02-05-2023

"სადაც მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო, ლილუაშვილი კურირებსო" – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

1683031130bb.JPG

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, კომპანია სადაც მისი შვილი მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო. ბაჩალიაშვილი სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარს ასახელებს და მოელის, რომ  საქმეზე სხვა მოწმეებიც გამოჩნდებიან.

"გამოჩნდებიან ახლა ბევრი მოწმეები, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი გველის თავია დამარხული, ძალიან დიდი ჯაჭვია, სად გადის ეს უკვე მთელმა ქვეყანამ იცის. სადაც მუშაობდა ქოლ-ცენტრი იყო ეგა, ლილუაშვილი კურირებსო ბავშვმა მე მითხრა. 

ბორჯომში ვიყავით, ვისვენებდით. ტელეფონზე დაირეკა, 10 საათი იყო სადღაც - სასწრაფოდ უნდა წავიდეო, აფორიაქდა. სად მიდიხარ მამა თქო, არა სამსახურში, გეხვეწები - უნდა წავიდეო...შვილო, რა არის ესეთ რა ხდება მეთქი და აი სამსახურიო, ძალიან მივქარე რომ მივედო მანდო," - თქვა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.


ავტორი: presa.ge