"ჭიშკრიდან დაუმიზნა თოფი, ესროლა სახეში და მოკლა" – ვინ არის 18 წლის მამაკაცი რომელმაც ახმეტაში 71 წლის ქალი მოკლა "ჭიშკრიდან დაუმიზნა თოფი, ესროლა სახეში და მოკლა" – ვინ არის 18 წლის მამაკაცი რომელმაც ახმეტაში 71 წლის ქალი მოკლა /> "/> " />


  12:37:33     18-04-2023

"ჭიშკრიდან დაუმიზნა თოფი, ესროლა სახეში და მოკლა" – ვინ არის 18 წლის მამაკაცი რომელმაც ახმეტაში 71 წლის ქალი მოკლა

1681807592341503037_255326486918317_5390976774407103590_n.jpg

კახეთში, ახმეტაში 71 წლის ქალს 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან ესროლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა. მეზობლებს შორის დავა, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

თვითმხილველების ინფორმაციით,  შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

 ბრალდებულმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა თუმცა პოლიციამ ის უკვე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლულის შვილი წერს და ბრალდებულის ფოტოებსაც ავრცელებს. 

"

ამ არაადამიანმა ესროლა დედაჩწმა სახეში!! და მოკლა. მეზობელმა!!

კარგი ადვოკატი ვინ იცით რომ აგოს პასუხი სრულად ადამიანის მოკვლაზე და სრულად დაისაჯოს!!!

მჯვლელი ბაჩო ხაშმელაშვილი. ახმეტა

სურათშია მარცხნივ

ხალხო 18 წლის გარეწარი. გამოვიდა თავისი სახლიდან. მივიდა მეზობელთან (დედაჩემთან). ჭიშკრიდან დაუმიზნა ტოფი. ესროლა. სახეში. მოკლა.

და აპირებენ გაამრთლონ და შეუმსუბუქონო??,

ხალხო ეს მკვლელი როგორ შეიძლება არ გაასამართლო ყველაზე მაქსიმუმით???

მითხარით რომელი ადვოკატი დსმეხმარება ამ მკვლელის სამართლიანად დასჯაში", – წერს თეა ხარიტონაშვილი. 


ავტორი: presa.ge