12:32:23     18-04-2023
„ორშაბათიდან უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია, დავიწყოთ ქუჩების მორეცხვა" – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, ორშაბათიდან კარგი ამინდებია და მერიის შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ ქუჩების მორეცხვა დაიწყონ:
„ორშაბათიდან უკვე კარგი ამინდებია, შეგვიძლია, დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას, დასუფთავებას და ამას უნდა მიეცეს სისტემატური ხასიათი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.