12:28:20     18-04-2023
"ისინი, ვინც უკრაინასთან ომში რუსეთს ეხმარებიან, მძიმე ფასს გადაიხდიან" – დიდი შვიდეულის გაფრთხილება
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ისინი ვინც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მძიმე ფასს გადაიხდიან.
"ჩვენ ვიმეორებთ ჩვენ მოწოდებას მმესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე ფასი. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ მოქმედებებს მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს", - ნათქვამია კომუნიკეში.