12:00:08     10-04-2023
"არავის ვურჩევთ ჩვენთან თამაშს..." – მეუფე იაკობის მუქარა
ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის მორიგი მუქარა:
"ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქ იქნება, სადაც ქართველი ხალხია, სადაც ღმერთს და ქართველ ხალხს სჭირდება. საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს, ესეც იცოდნენ, რა. ჩვენ ერთობას ვერ დაარღვევენ და არავის ვურჩევ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხება, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ჩვენთან ვეუბნები აბსოლუტურად ყველას, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქართველები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას თავისი ადგილი მივუჩინოთ იმიტომ, რომ პილატეს პილატე უნდა დაერქვას, იუდას იუდა და ბარაბებს ბარაბა", – განაცხადა მეუფემ.