23:08:03     07-04-2023
ვალერიან ცერცვაძის ქონება - სანქცირებული ყოფილი მოსამართლის სახლები, წილები და შემოსავლები
დიდ დიღომში მილიონერების უბანში მდებარე მდიდრული სახლი ეზოთი, აუზითა და ჩოგბურთის მოედნით დასანქცირებულ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს ეკუთვნის.
მისი ძველი ქონებრივი დეკლარაციიდანაც დასტურდება რომ ვალერი ცერცვაძე და მისი ოჯახი დიდი ქონების პატრონია.
ცერცვაძეს ჰყავს მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი. 2018 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი უმცროსი შვილი 2013 წელს ნიუ ორკში დაიბადა და შესაბამისად იმ ქვეყნის მოქალქეა, რომელმაც ვალერი ცერცვაძეს ამერიკაში შესვლა აუკრძალა. ამერიკის მოქალაქეს სანქციები სავარაუდოდ არ შეეხება, თუმცა ოჯახის წევრებს საჭიროების შემთხვევაში მასთან ჩასვლა აღარ შეეძლებათ.
ვალერი ცერცვაძემ თანამდებობის დატოვებისთანავე შეიძინა 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 500 კვადრატულამდე სახლით. დეკლარაციის მიხედვით მისი აშენება 80 000 აშშ დოლარი დაუჯდა. თუმცა, ასევე დეკლარაციის მიხედვით, მაშინდელი ხელფასითა და დანაზოგით ვერც ის და ვერც მისი მეუღლე ამას ვერ მოახერხებდნენ. მდიდრულად გაფორმებული ეზოს გარდა ცერცვაძეების ოჯახს ჩოგბურთის საკუთარი კორტებიც აქვს.
მისი მეუღლის სახელზეა 1100 კვადრატული მეტრის კიდევ ორი მიწის ნაკვეთი. ოჯახი ფლობს მიწებს რაჭასა და ბორჯომის ხეობაში. ქონება, რომელიც ვალერი ცერცვაძემ დააგროვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მოსამართლეობის პარალელურად მსხვილი ბიზნეს საქმიანობითაც იყო დაკავებული.
ცერცვაძე ტელევიზიებთან არ ჩნდება. დასანქცირების შემდეგ ერთადერთი კომენტარი სოც. ქსელში გააკეთა. მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ აშშ-მ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.
ვალერი ცერცვაძე დღეს მილიონიანი ბიზნესის მფლობელია. მის საკუთრებაშია "აიტექნიკსის" მაღაზიათა ქსელი, რომელსაც მოსამართლეობის პარალელურად მართავდა.
მისი მეუღლის ნათია მიქუჭაძის საკუთრებაა სასტუმრო კომპლექსი "შუაგული", რომლის მოგება ყოველწლიურად კოლოსალურ თანხას შეადგენს. ვალერი ცერცვაძის სახელთანაა დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, რუსთავი 2-ის საქმე. მაშინ ცერცვაძე სააპელაციოს თავმჯდომარე იყო.
წყარო – Mtavari.tv