Porsche Driver Experience - პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში“ Porsche Driver Experience - პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში“ />


  15:45:42     30-03-2023

Porsche Driver Experience - პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში“

1680177408mt.jpg

პორშემ ახალი „კაიენის“ ინტერიერის სრულიად ახალი, ინოვაციური არქიტექტურა წარმოადგინა. Porsche Driver Experience კონცეფცია მძღოლსა დამგზავრს ინტერაქციის განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

 

  • ეკრანისა და მომსახურების ახალი კონცეფცია

   • სრულიად ახლებურად ფორმირებული კოკპიტი

   • საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკის ახალი დიზაინი

   • გვერდით მჯდომი მგზავრის ეკრანი,ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით

   • დაკავშირების ოპტიმიზებული ფუნქციები

 

ახალი „კაიენის“ მსოფლიო პრემიერა 18 აპრილს შანხაის ავტოშოუზე შედგება. იმავე დღეს პორშე ახალ, ინოვაციურ კონცეფციას წარმოადგენს,სახელწოდებით Porsche Driver Experience, რომელიც სრულიად ციფრულ დისპლეის, მრავალმხრივ ინდივიდუალიზაციასა და ინტუიციურ მომსახურებასა მოიცავს. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, მძღოლის „სამუშაო მაგიდაა“ - მთავარი ელემენტები საჭის გარშემოა დაჯგუფებული და მძღოლი მართვის ახლებურ, კიდევ უფრო ინტენსიურ გამოცდილებას იღებს.

ახალი „კაიენის“ კოკპიტზე გამოყენებულია სპორტული ელექტრომობილის, „პორშე ტაიკანის“ელემენტები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაცაღნიშნული დეტალები პორშეს შიგაწვისძრავიან მოდელში გამოიყენეს. ახალი კოკპიტი მოიცავს საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს, რომელსაც ჩვენების ცვალებადი შესაძლებლობები აქვს, ასევე ახლებურად შემუშავებულ ცენტრალურ კონსოლსა და ახალი თაობის საჭეს. ავტომატიკის ბერკეტი ახლა საჭის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. ამ ცვლილებამ ცენტრალურ კონსოლზე მეტი სივრცე გააჩინა კლიმატკონტროლის რეგულირების დაფისთვის, რომელიც შავი პანელის სახითაა წარმოდგენილი. 

 

„კაიენის“ ახალი კოკპიტი მძღოლზე ორიენტირებული და ინტერაქციულია. მძღოლსა და მგზავრს ახალ „პორშე კაიენში“ სრულებით ახალი გარემო ელოდებათ.

კიდევ ერთი სიახლე მგზავრისთვის განკუთვნილი სპეციალური ეკრანია, რომლის მეშვეობითაცავტომობილთან და მძღოლთან თანამგზავრებს ახლებური ინტერაქცია ელოდებათ. 10,9-დუიმიან ეკრანს, რომელიც მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვისაა განკუთვნილი, მძღოლისთვის საქმის შემსუბუქება შეუძლია - მართავს ნავიგაციას, მუსიკას და ა.შ. აღნიშნული ეკრანი უსაფრთხოების მიზნით მიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან. თანამგზავრს შეუძლია, საკუთარ ეკრანზე მხოლოდ თავისთვის ჩართოს სხვადასხვა ვიდეო, ფილმი და ა.შ.

 

საზომ ხელსაწყოთა ბლოკი ახლა უკვე სრულიად ციფრულია და წარმოდგენილია 12,6-დუიმიანი ეკრანის სახით, რომელსაც თანამედროვე დიზაინი აქვს და ფილიგრანულად გამოიყურება. ამ ეკრანზე მძღოლს, კომპლექტაციების მიხედვით, 7-ამდე სხვადასხვა დიზაინის დაყენება შეუძლია. ხედების მიხედვით, წინა პლანზე შეიძლება ჩანდეს ტაქომეტრი, ონლაინნავიგაცია, ღამის ხედვის ასისტენტი ან მართვის 3D ასისტენტი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლასიკური, პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინის არჩევაც. ძრავის ამუშავების (დაქოქვის) ღილაკი საჭის მარცხნივააგანთავსებული, რაც პორშესთვის დამახასიათებელი შტრიხია.

911-იდან აღებული საჭე ახალი „კაიენის“შემთხვევაში მეტად მოდერნიზებულია. მულტიფუნქციურობასთან ერთად, ის სპორტული ვიზუალითაც გამოირჩევა. 

ახლა უკვე სერიულ კომპლექტაციაშიც ხელმისაწვდომია სვლის რეჟიმების ჩამრთველი საჭეზე, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივ, ოფროუდის, სპორტისა და სპორტ+-ის რეჟიმებს. საჭეზეა განთავსებული ახალი საეკრანო გადამრთველი და საქარე მინაზე პროეცირების სისტემის (Head-up-დისპლეის) მომსახურებაც.

 

კლიმატკონტროლის რეგულირების შავი პანელი განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩევა და მისი მოხმარება სწრაფი, ინტუიციური და ესთეტიკურია. მაღალი გარჩევადობის 12,3-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი პორშეს კომუნიკაციების მენეჯმენტის (PCM) კონტროლის ცენტრია. მძღოლისთვის აქ ხელმისაწვდომია სვლისა და კომფორტის მრავალი ფუნქციის მართვა და რეგულირება, ასევე ონლაინნავიგაციისა და გასართობ-საინფორმაციო მულტიმედიასისტემის ფუნქციები. 

სპორტული შეგრძნება

 

„პორშე კაიენი“ თავისი სეგმენტის სპორტქარია, რაც მის ინტერიერშიც გამოიხატება. სპორტული გარემო აქ დინამიკურ ფუნქციურობას, კომფორტსა და დიზაინის „კაიენისთვის“ დამახასიათებელ ელემენტებს ერწყმის. ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური კონსოლი და კარის შიდა ზედა ნაწილი სრულიად განახლებულია. პანელის ჰორიზონტალური ვიზუალი ინტერიერს კიდევ უფრო განიერ იერს აძლევს. ელეგანტური სავენტილაციო ჭრილები „კაიენისთვის“დამახასიათებლად, ვერტიკალურადაა ფორმირებული. ჰაერის ყველა გამომშვები კოკპიტზე პირველადაა წარმოდგენილი სავენტილაციო ცხაურის გარეშე.

 

მრავალმხრივი კავშირი

 

პორშემ ახალ „კაიენში“ მულტიმედიური კავშირიც ახალ საფეხურზე აიყვანა. სმარტფონისთვის განკუთვნილია გაგრილებადი განყოფილება უსადენო დამუხტვის ფუნქციით. გაგრილების დამსახურებით დამუხტვის სიმძლავრე მაქსიმალურად ოპტიმალურია (15 ვატამდე). ინტეგრირებულია ონლაინმომსახურებები ინტერაქციის მეტი შესაძლებლობისთვის (ხმოვანი ბრძანებების სისტემა Siri).

 

ახალ „კაიენში“, ორი USB-C-პორტი ინტერიერის წინა განყოფილებაშია, კიდევ ორი USB-C-პორტი კი - უკანა ნაწილში, ცენტრალურ კონსოლზე. USB პორტებს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს. წინა პორტები სმარტფონებს PCM-თანაც აკავშირებს. სმარტფონისა და ავტომობილის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის საკმარისია PCM-ში ნაჩვენები QR-კოდის სკანირება, რის შემდეგაც შესაძლებელია დაკავშირების მრავალი ფუნქციის გამოყენება, მათ შორის Apple CarPlay® და Android Auto®, ასევე ინტეგრირებული აპლიკაციების, როგორებიცაა Spotify® და Apple Music®.

 

--

 

Porsche-ს  საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია  „პორშე ცენტრი თბილისი“  წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს 

და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის  ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.


ავტორი: R