15:45:13     30-03-2023
"ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო" – ირაკლი კობახიძე
"მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთად პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შალვა რამიშვილის მხრიდან რამდენიმე ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, გმობს თუ არა ძალადობას მან უპასუხა:
"მე დეტალები ყველაფრის არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომლიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის თანამშრომლებს მიხედოს და თავის ტელევიზიას მიხედოს, თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი" - ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტი დაინტერესდა "როგორ მართავს ამდენ ქალს კეზერაშვილი", რაზეც კობახიძემ უპასუხა:
"ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო".