"სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს" – ლევან ხაბეიშვილი "სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს" – ლევან ხაბეიშვილი /> "/> " />


  17:11:24     27-03-2023

"სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს" – ლევან ხაბეიშვილი

1679922849xabe-ax1-1.jpg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული და ბევრსაც მიიღებს:

„ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის მკვლელები, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას მკვლელები, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები საუბრობენ მწამებლობაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე; მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ანადგურებს ჩვენს გელათს, ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, გამორჩეულია ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის მისივე თანამშრომლებზე და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული. ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვებს მიუვარდებოდა ხოლმე სახლში, რადგან ბერას ცუდი კომენტარი დაუტოვეს და შემდეგ ამ ბავშვების, ასე ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაზე ღლიცინებდა მისსავე ბატონის შვილთან, ბერასთან – ეს კაცი გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და პრეზიდენტ სააკაშვილზე ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში, რომელსაც ნორვეგიელებმა გადასცეს დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს.

ამ ადამიანებს არათუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არა აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ნამოქმედარს რაიმე შეფასება გაუკეთონ. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინა, არ მოეწონა და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვგულისხმობ „რუსულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ, გაბრაზდებოდნენ, კრემლში. დანარჩენს ყველას ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. პრეზიდენტ სააკაშვილს ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს მიღებული და დარწმუნებული ვარ, ბევრსაც მიიღებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


ავტორი: presa.ge