16:34:01     27-03-2023
"„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველა ის შედეგი, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა" - თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ბუნებრივი ადგილი არის ევროკავშირში და "ართულმა ოცნებამ" ამ კუთხით იმაზე მეტი შედეგი დადო, ვიდრე მანამდე სხვას დაუდია:
" საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება არავისგან იძულება, მათ შორის არც თქვენგან, რომ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სწორედ იმავე ტემპით იაროს ევროპისკენ წინ, როგორც მოდის 2012 წლის ოქტომბრის 25 რიცხვიდან, როდესაც შეიკრიბა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველი მთავრობა. იმ დღიდან დღემდე „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ყველა ის შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელიც საქართველოს მანამდე არ ჰქონდა და ალბათ ვერც ექნებოდა რომ დარჩენილიყო ის ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოაშორა ხელისუფლებას და ქვეყანას“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.