11:31:21     13-03-2023
"ომის გაფართოება არ გვინდა, ეს ღარიბაშვილმაც იცის, რატომ სურს "ოცნებას" ტერორისტული სახელმწიფოს მხარეს იდგეს" – კინზიგერი
საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმაურება.
"ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოს ჩართვით ომის გაფართოება? ჩვენ არ გვინდა და მათ ეს იციან.
რატომ სურს ქართულ ოცნებას იდგეს წაგებული, ტერორისტული სახელმწიფოს, რუსეთის მხარეს. მე ვიცნობ ქართველებს, პრემიერ-მინისტრი კი, როგორც ჩანს არა", - წერს კინზინგერი.