16:45:22     09-03-2023
"ჯერ ნუ ზეიმობთ. საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ის "გააუქმებს" კანონს უშინაარსოა" – ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი განცხადებას აკეთებს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ომ ის რუსულ კანონს უკან გაიწვევს:
"ჯერ ნუ ზეიმობთ.
საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ის "გაუქმებს" რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონს უშინაარსოა. პირველი მოსმენით მიღებული კანონების გაუქმება შეუძლებელია.
ქართული ოცნება: ნუ „ახსნით“ კანონს. ჩააგდეთ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე, რაც შეიძლება მალე.
ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხის გვერდით და გავაგრძელებთ მის მტკიცე მხარდაჭერას, იყოს ევროპის ნაწილი", – წერს ევროპარლამენტარი ტეის როიტენი.