"ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ..." – ხათუნა სამნიძის მორიგი განცხადება "ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ..." – ხათუნა სამნიძის მორიგი განცხადება /> "/> " />


  16:34:18     09-03-2023

"ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ..." – ხათუნა სამნიძის მორიგი განცხადება

1678365414khathunasamnidze.jpg

ხათუნა სამნიძნე მორიგ განცხადებას აკეთებს და დილით გავრცელებულ მოსაზრებას განმარტავს:

"მეგობრებო,

ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა "ოცნების" მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ - არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!

ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთნ ერთად და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს!

მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ - კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს "ოცნებამ"! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!" – განმარტავს სამნიძე.


ავტორი: presa.ge