საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“ საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“ />


  16:53:13     01-03-2023

საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

1677675308332940885_713123986965723_5720439509300258834_n.png

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილის რომელიმე დეტალი გადამოწმებას საჭიროებს, მაშინ „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზებები საქმეს გაგიმარტივებთ. 1-იდან 8 მარტის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში სპეციალური ფასები მოქმედებს.

  • 30%-იანი ფასდაკლება საბურავების სრულ ასორტიმენტზე

საბურავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც უშუალოდ ეხება გზის ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად  განვაახლოთ ისინი.

  • 30%-იანი ფასდაკლება Exide და Fiamm-ის აკუმულატორებზე

აკუმულატორის  შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

  • 30%-იანი ფასდაკლება Shell და Petronas-ის ზეთებზე, ფილტრებსა და ანტიფრიზზე

ყურადღებას საჭიროებს გადაცემათა კოლოფიც. მასში არსებული საპოხი სითხე, ავტომწარმოებლის გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს. შესამოწმებელი ნაწილების სიაშია ძრავის გაგრილების სისტემაც. გადახურებისაგან მის დასაცავად საჭიროა, რომ სისტემაში ანტიფრიზი ესხას.

  • 30%-იანი ფასდაკლება ATE-ს ბრენდის ხუნდებზე

 

ხუნდი სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი დეტალია. მისი არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე მდორე დამუხრუჭებას. ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ.

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია,  ონლაინ შოპზე შეიძინოს და დამატებითი ფასდაკლება მიიღოს. 

მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, „თეგეტა მოტორსის“ დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ:თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.


ავტორი: R