მაკარონის სალათი ბოსტნეულით მაკარონის სალათი ბოსტნეულით />


  17:50:35     30-08-2011

მაკარონის სალათი ბოსტნეულით

a9475.jpg

სალათი ძალიან სწრაფად მზადდება. გამოდის გემრიელი და ჰაეროვანი. თავდაპირველად საჭიროა, ნებისმიერი ფორმის მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში.

ავიღოთ კიტრი, პომიდორი, ყველის ნაჭერი, ერთი კბილი ნიორი, საწებელი, მარილი და წიწაკა.

მომარაგებული პროდუქცია, კიტრი, პომიდორი და ყველის ნაჭერი დავჭრათ. ნიორი დავჭყლიტოთ და ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში. მაკარონი საწურზე გადმოვყაროთ და დავწუროთ. ამის შემდეგ იგი დავუმატოთ ბოსტნეულისგან დამზადებულ მასას. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ მაიონეზი. შემდეგ ერთმანეთში კარგად ავურიოთ და გადავანაწილოთ თეფშებზე.

0

ავტორი: