მამაკაცს, რომელმაც თბილისში, ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა, 20–წლიანი პატიმრობა მიესაჯა მამაკაცს, რომელმაც თბილისში, ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა, 20–წლიანი პატიმრობა მიესაჯა />


  15:58:10     17-02-2023

მამაკაცს, რომელმაც თბილისში, ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლს ყელი გამოჭრა, 20–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

1676635252mmm.JPG

მამაკაცს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს დანით ავტობუსში ყელი გამოჭრა, სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა, თუმცა მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და თქვა, რომ ავად არის.

ამასთან, რომ როინ მებონია შემთხვევის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ეს სასჯელისგან თავის არიდების საბაბი არ გახდა. 

თბილისში მამაკაცმა ცოლი 2022 წლის მაისში ავტობუსში მოკლა. შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე მოხდა. კაცმა ცოლს ყელი არასრულწლოვანი შვილებით თანდასწრებით გამოჭრა. გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული 27 ჭრილობა ჰქონდა.


ავტორი: presa.ge