15:41:25     17-02-2023
ბათუმში, ქუჩაში, ახალშობილი მიატოვეს
გამომცემლობა "ბათუმელების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.
ჩვილი ბათუმის მეჩეთის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ის დაახლოებით ათი დღის არის. ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.