მარიტა მეფარიშვილს თითებთან ჰქონდა ელექტრონიშნები – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია მარიტა მეფარიშვილს თითებთან ჰქონდა ელექტრონიშნები – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია />


  15:37:16     17-02-2023

მარიტა მეფარიშვილს თითებთან ჰქონდა ელექტრონიშნები – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

1676633989marita-mefarishvili_w_h.jpeg

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა. დასკვნა "ინტერპრესნიუსმა" გაასაჯაროვა:

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების მიზეზი ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა გახდა.

„მოქალაქე მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზია: ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერის თანახმად, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი დაფიქსირდა 2022 წლის 13 ოქტომბერს 13:30 საათზე.

მარიტა მეფარიშვილის გვამს მარცხენა მტევნის თითების მიდამოებში აღენიშნებოდა ელექტრონიშნები, რაც განვითარებულია ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან“, - ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.


ავტორი: presa.ge