18:25:15     14-02-2023
"დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო ერთად რომ ვიყავით" – მეუფე ნიკოლოზის პირველი კომენტარი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. მაღალი იერარქები საპატრიარქოს ტოვებენ. ერთ–ერთი პირველი, ვინც სხდომაზე კომენტარი გააკეთა მეუფე ნიკოლოზი იყო:
მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო ერად რომ ვიყავით.
არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს და თუ რაღაცა არასწორად ვიტყვი მერე მომკითხეთ- პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ...სანამ პატრიარქი პატრიარქია თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას და იმიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს " , – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.