აშშ-ში კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს აშშ-ში კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს />


  12:57:18     13-02-2023

აშშ-ში კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

16762788005.JPG

აშშ-ში, ჰურონის ტბის თავზე ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, მელისა დალტონმა განაცხადა.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ობიექტი სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა ის საფრთხისშემცველი იყო სამოქალაქო ავიაციისთვის. 

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში ბოლო ერთ კვირაში 4 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი საჰაერო ბუშიტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, აშშ-ს საჰაერო სივრცეში თებერვლის დასაწყისში შენიშნეს. 

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდა და ამტკიცებდა, რომ ის მეტეოროლოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, უამინდობის გამო კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი "სათვალთვალო ხელსაწყო" იყო.


ავტორი: presa.ge