"თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში" "თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში" /> "/> " />


  12:52:15     13-02-2023

"თურქეთში დაღუპული 5 მოქალაქიდან, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში"

16762785404.jpg

თურქეთში საქართველოს ელჩის ცნობით, ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალება, ერთს კი ისევ ეძებენ. ელჩი წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც ქართველ მაშველებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ.

"დადასტურა 5 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, სამი უკვე გადასვენებულია საქართველოში და დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულო სამსახური, რა თქმა უნდა, მათაც გადაასვენებენ საქართველოში", - თქვა ელჩმა, გიორგი ჯანღავამ.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრემაც საბოლოო მონაცემებით 7.4 შეადგინა, ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. 


ავტორი: presa.ge