12:45:15     13-02-2023
"ჩვენ ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით "ქართული ოცნება" ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუმჯობესებს:
"ეკონომიკური თავისუფლების ცნება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით, ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს", – აცხადებს ღარიბაშვილი.