20:56:04     06-02-2023
"სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს... მე ვერაფერი გამტეხავს" –მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების შესახებ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლომ, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობისა, პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნულს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"მე ვერაფერი გამტეხავს!
ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა!
ყველა ძალის გაერთიანების დროა!
ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!", – წერს სააკაშვილი.