19:37:39     06-02-2023
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2300–მდე გაიზარდა
თურქეთის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდებოვა 1 400–დან 2 300–მდე გაიზარდა.
ამ მონაცემებიდან 830 სირიაში გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს,6 თებერვალს, გამთენიისას თურქეთ–სირიის საზღვართან 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. თურქეთში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის ოპერაცია უწყვეტად მიმდინარეობს.