მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო />


  15:21:24     30-01-2023

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო

1675077769hj.JPG

სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პენიტენციური სამსახურის დაკვეთით მომზადებული სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო.

დაცვის მხარე მოითხოვდა საქმეს არ დართვოდა პენიტენციური სამსახურის დასკვნა, ასევე ითხოვდა დასკვნის ავტორების, როგორც მოწმეების აცილებას.

საუბარია, პენიტენციური სამსახურის დავალებით, სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. დაცვის მხარის თქმით, დასკვნა არ ჯდება სამართლის ფარგლებში, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზამ ის ისე მოამზადა, რომ არცერთხელ არ მოუნახულებია მიხეილ სააკაშვილი. ადვოკატების თქმით, უწყებამ დასკვნა ცენტრ ემპათიის საპირწონედ მოამზადა და ცდილობდა გაებათილებინა ის არგუმენტები, რაზეც ქართველი და უცხოელი ექსპერტები საუბრობდნენ.

გარდა ამისა, დაცვის მხარის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, თვითნებურად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვინაიდან დადგენილების თანახმად, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის უფლება აქვს პროკურორს და გამომძიებელს, ასევე  დაცვის მხარეს წერილობითი მიმართვის საფუძველზე და არა პენიტენციურ სამსახურს და ან ამ სამსახურში შემავალ სამედიცინო დეპარტამენტს.

მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, დოკუმენტის მომზადებისას საკანონმდებლო მოთხოვნები არ დარღვეულა. რაც შეეხება ექსპერტების დაკითხვას, არევაძემ თქვა, რომ ვინაიდან საუბარია სპეციფიკურ ცოდნაზე,  მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი მოსაზრებები სასამართლოზე წარმოადგინონ.


ავტორი: presa.ge