15:14:22     30-01-2023
გაფრთხილება – თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია

ორგანიზაციის „ჩემი ქალაქი მკლავს“ ინფორმაციით, თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია.
„30 იანვარი 10:00-11:00 თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია. ჰაერის მონაცემებს გაწვდით: დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო (ნუცუბიძის პლატო), გლდანი, (ჩვენი აპარატები) და აღმაშენებლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი (მთავრობის აპარატები)“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ფეისბუკ-პოსტში.