14:10:43     30-01-2023
ხულოში დედამთილმა რძალს ხელი ჰკრა და აივნიდან გადააგდო
ხულოში რძალი დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოხდა, ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, მას ძალადობის კვალიც აღენიშნება. რძლის თქმით, მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადმოაგდო.
როგორც ცნობილია, ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ფოტო პირობითი