15:22:11     20-01-2023
"რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა–ბეგვაში..." – მეზობლების თქმით ათუაშვილი ცოლზე და შვილზე ფიზიკურად ძალადობდა
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სხვადასხვა დეტალები ხდება ცნობილი.
სოფელ მანავში "კურიერის" ჟურნალისტს თვითმხილველმა განუცხადა, რომ ნოდარ ათუაშვილი ცოლზე და შვილზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად გამუდმებით ძალადობდა:
"რაც იცხოვრეს ერთად, სულ ცემა-ბეგვაში... ერთხელ უდაბნოს გზაზეც მიატოვა თურმე ნაცემი გოგო. მერე შემთხვევით რაღაც მანქანა გამოვიდა.. ეგ ომებში ნამყოფი ბიჭი რომ იყო, ეტყობა ვერ იყო კარგად. ხან ცოლს სცემდა, ხან გააგდებდა, ხან შეირიგებდა. მოუვლიდა რაღაცა და ხან ეჭვიანობდა და ხან რა. 2 კვირის წინ მოსულა და ეს გოგო გაუგდია ამ სახლიდან, ცოლი. წადი აქედანო, ჩემი ბინააო და წადიო," - აცხადებენ მეზობლები სოფელ მანავიდან.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართო ცეცხლი გახსნა, შემთხვევის შედეგად მოკლულია 5 ადამიანი და დაჭრილია 4, მოკლულთაგან ერთ–ერთი სამართალდამცავია. თავად თავდამსხმელმა თავი მოიკლა.