15:09:25     20-01-2023
"ბიჭი ყვიროდა, მამამისს არ მიკარებოდნენ, რადგან მას 2000 ვაზნა ჰქონდა“ – ახალი დეტალები საგარეჯოდან
საგარეჯოში ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა დღეს დილით მოქალაქეებს უმისამართო ცეცხლი გაუხსნა. შედეგად გარდაიცვალა 5 ადამიანი და დაიჭრა 4.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. საგარეჯოში იყო ჩასული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.
საქმის ოქროს მოწმე მკვლელის 22 წლის ვაჟი გახლავთ.
როგორც თვითმხილველები ვარაუდობენ, მომხდარ ტრაგედიამზე მამასა და შვილს შორის შელაპარაკება მოხდა, ვაჟი სახლიდან გამოქცევას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა, მხოლოდ მას შემდეგ რაც მამამისმა აივნიდან სროლა ატეხა, მოახერხა ათუაშვილის ვაჟმა საცხოვრებლის დატოვება და თან ყვიროდა, რომ არ მიკარებოდნენ მამამისს, რადგან 2 000 ვაზნა ჰქონდა, ამის შესახებ თვითმხილველები აცხადებენ.
თავად ათუაშვილმა სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ თავი მოიკლა.