„22 წლის შვილს ეუბნებოდა, გარეთ არ უნდა გახვიდე, მე უნდა გარჩინოო“ - ათუაშვილის მეზობელი საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე „22 წლის შვილს ეუბნებოდა, გარეთ არ უნდა გახვიდე, მე უნდა გარჩინოო“ - ათუაშვილის მეზობელი საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე />


  15:00:32     20-01-2023

„22 წლის შვილს ეუბნებოდა, გარეთ არ უნდა გახვიდე, მე უნდა გარჩინოო“ - ათუაშვილის მეზობელი საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

1674212708jjyy.JPG

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე თავდამსხმელის ნოდარ ათუაშვილის მეზობელმა ზაირა მაისურაძემ ისაუბრა. 

"სახით არ ვიცნობდი. ახლა ვნახე სურათი. ერთი შვილი აქ ცხოვრობდა, ცოლი სხვა კორპუსში. თვითონ აქ იყიდა ბინა. 22 წლის შვილი ჰყავს და მას ეუბნებოდა, რომ გარეთ არ უნდა გახვიდე, არ მინდა შენი მუშაობა, მე უნდა გარჩინოო. ყველა მამა ეუბნება შვილს, რომ წადი, იმუშავე ან ისწავლეო", – ამბობს მეზობელი. 

პირი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანის სიცოცხლე ავტომატური იარაღით იმსხვერპლა 48 წლის ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. მან სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ თავი მოიკლა. 

 


ავტორი: presa.ge